ლევან ბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის და რელიგიის თემით

ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაა, როცა გელათის რეაბილიტაცია პრაქტიკულად ჩავარდნილია, ის, რაც ხდება ჯვრის მონასტერში, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან მიმართებით და ის, რაც ხდება ეპისკოპოსების და მღვდელმსახურების მოსმენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციას ეკლესიასთან ბრძოლაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის და რელიგიის თემით.
“საზოგადოებამ კარგად იცის, რა დამოკიდებულება აქვს “ქართულ ოცნებას” ეკლესიის მიმართ. მათი მმართველობის პერიოდში ეპისკოპოსებს და სხვა მღვდელმსახურებს რომ უსმენენ, მათი ცხოვრების ფარული კადრები და ჩანაწერები რომ არსებობს და გამოქვეყნებულია სწორედ მათი ხელისუფლების დროს, ის რა დღეშიც არის გელათი, ჯვრის მონასტერი, როგორ ექცევიან კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს, ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადებაც ეკლესიის თემით მორიგი მანიპულაციაა და ამომრჩევლის მოსატყუებლად,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს