ლევან ბეჟაშვილი – რუსული კანონი შევიდა ძალაში და ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი მედია – „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგა

“ტვ პირველთან” დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა წამოწყება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული კანონი შევიდა ძალაში და ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი მედია და დარჩეს მხოლოდ სამთავრობო რუსული პროპაგანდისტული არხები, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგა.
“ტვ პირველთან” დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა წამოწყება პირდაპირ მიუთითებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი უკვე ძალაში შეიყვანა და რეალურად ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგა. დღეს ეს ყველაფერი შეეხო „ტვ პირველს“, ხვალ შეიძლება შეეხოს სხვა ტელევიზიებს და ამით ბუნებრივია, მედია საშუალებების ხმის ჩახშობა ხდება იმისათვის, რომ ამ ველზე დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები “ქართული ოცნების” სამთავრობო ტელევიზიების სახით. ამიტომ, ამას სჭირდება სერიოზული დაპირისპირება, წინ უნდა აღვუდგეთ ამ ძალმომრეობას იმისათვის, რომ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ნახოს, რომ დღეს “ქართული ოცნება”, ივანიშვილის პარტია ცდილობს მედიის ჩახშობას”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.