ლევან ბეჟაშვილი – როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე

როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აცხადებს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორსა და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.
„როგორც ჩანს ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რაიმე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე. ამიტომ ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორზე და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, უნდა მიიღოს ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა. სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება ხელისუფლების უზურპაციას“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.