– რთულია გაიგო ის მოტივაცია და მიზნები, რომელიც ალეკო ელისაშვილს ჰქონდა, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, გვყავს ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა, რომელთა ნათქვამ სიტყვას სანდოობა ვერ ექნება

რთულია გაიგო ის მოტივაცია და მიზნები, რომელიც ალეკო ელისაშვილს ჰქონდა ამ ქმედების განხორციელების დროს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, დღეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა, რომელთა ნათქვამ სიტყვას, მტკიცებულებას ვერანაირი სარწმუნოობა და სანდოობა ვერ ექნება. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესებს, როგორ წარიმართება. ვფიქრობ, გააკეთებს განმარტებებს ამ ქმედებებთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ს თქმით, პირადად თვითონ კონკრეტული შეფასებისგან თავს იკავებს, რადგანაც „ეს შეფასებები ჯობია გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვისაც უშუალოდ ეხება ეს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ქმედებებთან დაკავშირებით“.
ს ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება რთულია, ვინაიდან რთულია ახსნა იმ მოტივების და გზების, ხერხების საშუალებები, რითაც მან გამოხატა თავისი პოზიცია. იმავდროულად, აბსოლუტურად მიუღებელია დღეს, ალეკო ელისაშვილის მიმართ კიდევ რაღაც დამატებითი ბრალდებების და მორალური პიედესტალიდან მისი მოქმედებების შეფასება, რადგანაც საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის რეალურად, რა მოხდა. არსებული ჩვენებები, თუ კადრები ამ ხელისუფლების პირობებში სარწმუნოობის საფუძველს არ იძლევა. ამ ხელისუფლებას არ აქვს ავტორიტეტი და მის მიერ ნათქვამ სიტყვას ან გამოქვეყნებულ მტკიცებულებას იმდენად არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ რთულია რაიმე ნდობა გქონდეს ამ მტკიცებულებების მიმართ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ბუნებრივია, კონკრეტული მოტივაციის, ახსნის პოვნა ძალიან რთულია.
ალეკო ელისაშვილის ქმედებების შეფასება, მათივე პარტიის, თუ კოლეგების მიერ აბსოლუტურად მათი საქმეა, ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერევით ამ შეფასებაში“б – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა: მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის! ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიზანი ტერორისტული აქტის ჩადენა არ ყოფილა, ეს რომ სდომოდა, იარაღი ჰქონდა და შეეძლო სამი მანდატურის შეჩერება – მანდატურები რომ არ დაზიანებულიყვნენ, ხელი აიღო განზრახვაზე