– პაპუაშვილის მუქარა მეტყველებს, რომ „ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს – 300-დღიანმა პროტესტმა თავისი სიტყვა თქვა, ამიტომ 4 ოქტომბერს ბევრი და ერთიანი უნდა ვიყოთ

ს მუქარა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს. 300-დღიანმა პროტესტმა თავისი სიტყვა თქვა; ამიტომ 4 ოქტომბერს ბევრი და ერთიანი უნდა ვიყოთ, რათა დიქტატურული რეჟიმის გამარჯვება საბოლოოდ დავასრულოთ, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ გამოქვეყნებული განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური ინტერესები ქართული ოპოზიციის საშუალებით ტარდება“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო იზოლაციის პროცესში ქართველი ხალხი ერთიანი იყოს.
„შალვა პაპუაშვილის მიერ ჩვენი პარტნიორების მორიგი მუქარა და ლანძღვა კიდევ ერთი ნიშანია, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს.
ეს უზრუნველყო ქართველი ხალხის 300-დღიანმა პროტესტმა და ბრძოლამ სხვადასხვა ქალაქებში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 4 ოქტომბერს ვიყოთ ძალიან ბევრი, ერთიანები და საბოლოოდ გავაფორმოთ ქართველი ხალხის გამარჯვება დიქტატორულ რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო იზოლაციის პროცესში ქართველი ხალხი იყოს ერთიანი, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და ბრძოლა ყოველთვის გაიმარჯვებს,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ „უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. პაპუაშვილის თქმით, „ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას“.
„ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ, ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა, მცდარად ივარაუდეს, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელების და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავადსახსენებელი „ენჯეო კარტელის“ ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც, ს მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი უცხოელი, ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით, პირდაპირ შეუერთდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.