ლევან ბეჟაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ძველებისგან და ახლებისგან, იბრძვის არჩევნებში გამარჯვებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ძველებისგან და ახლებისგან, იბრძვის ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის ხალხთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა, ს და ს პარტია “ახალზე” კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, სხვა ოპოზიციური პარტიების 5%-ს ქვემოთ ხმები არ დაიკარგოს და მიესალმებიან ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას და მათ მიერ შესაბამისი ამომრჩეველთა მხარდაჭერის მიღებას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ძველებისგან და ახლებისგან, იბრძვის ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის ხალხთან ერთად. ამ გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეს არის ფასების მაღალი ზრდა, ეკონომიკა, საპენსიო სესხებზე მაღალი პროცენტები და მათი ჩამოჭრა. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენთვის ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანია სხვა ოპოზიციური პარტიების 5%-ს ქვემოთ ხმები არ დაიკარგოს და მივესალმებით ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას და მათ მიერ შესაბამისი ამომრჩეველთა მხარდაჭერის მიღებას”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ოპოზიციაში იმისი რესურსი, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ს შემდგომ არსებული პოლიტიკური პროცესი, მისცემს მათ საშუალებას იმსჯელონ, კოალიციით თუ სხვა რა ფორმით ფორმირდება მთავრობა.
“ჩვენთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე, ფასების ზრდაზე, კარტელურ გარიგებებზე ამ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, საპენსიო სესხების მაღალ პროცენტზე და იმაზე თუ როგორ გამოვასწოროთ ეკონომიკური მდგომარეობა. ამისთვის მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ ხალხის მხარდაჭერა, გავიმარჯვოთ ხალხთან ერთად და ბუნებრივია, არჩევნების შემდგომ არსებული პოლიტიკური პროცესი, რომელიც ანარეკლი იქნება საზოგადოების და ხალხის გადაწყვეტილების, მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ, რომელი ფორმატით, კოალიციით თუ სხვა რა ფორმით ფორმირდება მთავრობა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.