ლევან ბეჟაშვილი – მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის – ჩვენი ნდობა ვერ ექნება

მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც – ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის – ჩვენი ნდობა ვერ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ისინი გამოიყენებენ შესაძლებლობას და კითხვებს თავიანთი ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში მოსმენისას დასვამენ.
„ხალხს აწუხებს გაზრდილი სიღარიბე, დაბალი შემოსავლები, უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს საქართველოს დატოვებასა და ემიგრაციაზე. ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობის ეს შემადგენლობა, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად უსუსურია. კობახიძეს არ აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. ამიტომ ჩვენგან ამ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება, ნდობა ვერ ექნება. თავად დღევანდელი საკომიტეტო განხილვაც არასერიოზულია, რადგან შეუძლებელია რამდენიმე მინისტრს ერთად გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე მოუსმინო. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და ოპოზიციური ფრაქციების ფორმატში დავსვამთ იმ კითხვებს, რაც აქტუალურია მოსახლეობისთვის. ეს მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ „ქოც – ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
პარლამენტი დღეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 6 და 7 თებერვალსაც. ამასთან, 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად – ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების” შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში – აგონია!

პაატა ბურჭულაძე – თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში – რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება, მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც