ლევან ბეჟაშვილი – ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავგანწირვით აჩვენა პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – ეს გადაწყვეტილება არ არის საკადრო გადაადგილება

მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ხაბეიშვილს. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარტიულ განვითარებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირადად იბრძოდა და პარტიას ხელმძღვანელობდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავგანწირვით აჩვენა პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
„დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში, მადლობა ლევანს, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარტიულ განვითარებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირადად იბრძოდა და პარტიას ხელმძღვანელობდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პირადი თავგანწირვით აჩვენა ჩვენს პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება განპირობებული არის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკურმა ძალადობამ ს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ამიტომ მას სჭირდება რეაბილიტაციის პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ არ დაკარგოს თავისი ფუნქციონალური დატვირთვა. შესაბამისად, თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თინა იქნება პირველი ქალი, რომელიც იმავდროულად გამოკვეთს ქალების როლს პოლიტიკაში, პარტიაში და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება საპროგრამო გამოსვლა, რომელიც ახალ გამოწვევებს დაუსახავს პარტიას. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ არის საკადრო გადაადგილება. ფრაქციის თავმჯდომარე არის თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი არის ხუთი თვე, ამიტომ რაიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება ცვლილებების თვალსაზრისით მიზანშეუწონლად მიმაჩნია პირადად მე, თუმცა პარტია და ფრაქცია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი