ლევან ბეჟაშვილი – კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება ს კონსტიტუციურობა და ამ ს მომწესრიგებელი ნორმები, რომლებმაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა უზრუნველყვეს.
„კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა უზრუნველყვეს.
პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი არ გაატაროს, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში დავა იქნება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში რეალურად არ არსებობს და ესეც კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ