ლევან ბეჟაშვილი: კობახიძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ნერვიულობენ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გასტანს და აუცილებლად დადგება შედეგი, როცა …

პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები – ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი, ფარული , – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი , პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის ნერვიულობის საკითხია, ვინაიდან მიაჩნია, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვადის დასრულებამდე ვერ გაძლებს.

„კობახიძის განცხადება პარლამენტში შესვლა -არ შესვლასთან დაკავშირებით მიანიშნებს, რომ ეს საკითხი მათაც ანერვიულებთ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი და ერთპარტიულობა დიდხანს ვერ გასტანს ამ ქვეყანაში და აუცილებლად დადგება ის შედეგები, როდესაც არავინ, არც ერთი ნორმალური ქვეყანა და ჩვენი პარტნიორები არ აღიარებენ ასეთ მთავრობასა და სახელმწიფოს და იქნება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ერთპარტიულ ხელისუფლებას დაასრულებს, ამიტომ მათი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი, ფარული არჩევნები.

პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები. ეს კონსტიტუციური უფლება დაირღვა არჩევნებზე, როდესაც არჩევნები არც თავისუფალი და არც ფარული არ იყო. ყველამ ვიცით როგორი მოსყიდვის, ზეწოლისა და ძალადობრივი ბერკეტების გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია. ყველამ ნახეთ 26 ოქტომბერს როგორ ხდებოდა ამომრჩევლის ნების დადგენა, მარკერის მეშვეობით, ამიტომ როდესაც საუბარია პარლამენტის ლეგიტიმაციაზე, პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ ექნება თუ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ ასეთ პარლამენტში არცერთი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს, ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა.

„ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია – ამ მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის

თინა ხიდაშელი – ეუთო-ს დასკვნა არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული – არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, შეფასებული არ არის, როგორც წარმატებული, დადებითი ან სამართლიანი