ლევან ბეჟაშვილი – ის ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილებიან, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას

ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და ს მოწოდებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომამდე განაცხადა.
მისი თქმით, კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა.
„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოგეხსენებათ, იყო წინადადება პარტიისადმი, რომ გაფართოებულიყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ამ მიზნით, ასევე, შემუშავდა ერთიანობის მანიფესტი, სადაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჰქონდა საშუალება შემოსულიყო პარტიაში და გაეგრძელებინა ერთიანი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას. ბუნებრივია კარი ღიაა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა, ამიტომ ეს სია შეიძლება გაიზარდოს. ამ გადაწყვეტილებას დღეს პოლიტსაბჭო მიიღებს. სავარაუდოდ, იქნება მსჯელობა და წინადადებების განხილვა. საბოლოო გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს აფართოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: 2016 წელს ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გავამარჯვებინებ ოპოზიციასო. მერე დააკონკრეტა – ვერც “ის ქალბატონი” (სანდრა რულოვსი) ვერ მოიგებს ზუგდიდსო

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს