ლევან ბეჟაშვილი – ვინც ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და სხვა პოლიტიკური გზა ექნება – კონკრეტული პირების გარიცხვა არ განიხილება

ვინც ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და სხვა პოლიტიკური გზა ექნება – კონკრეტული პირების გარიცხვა არ განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილება პარტიიდან ს გარიცხვა.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ადამიანები საკუთარი ქმედებებით ყოველდღიურად შორდებიან პარტიის ღირებულებებს.
ს ინიცირებით მოხდება პარტიის ერთიანობის დეკლარაციის მიღება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარტიული ერთობა, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრობა, ხელს მოაწერს ამ დეკლარაციას. ვინც არ მოაწერს ხელს, ბუნებრივია, ის დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და დამოუკიდებელი, სხვა პოლიტიკური გზა ექნებათ. კონკრეტული პირების გარიცხვის საკითხი არ იხილება. ეს ადამიანები მოქმედებენ ყოველდღიურად ისე, რომ დღითი დღე შორდებიან „ნაციონალური მოძრაობის” ღირებულებებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია