ლევან ბეჟაშვილი – ეს არჩევნები მართლაც არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის – 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლება ძალადობას არ ერიდება, მოსყიდვას არ ერიდება, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს უღალატობა, ერთგულება, პატრიოტიზმი და ამ პატრიოტიზმით ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ. 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ისან-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ბეჟაშვილმა ისაუბრა მისი გაერთიანების ხედვებზე და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის მართლაც არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.
„სამგორში ვსწავლობდი, ისანში ვცხოვრობ, ქვემო სამგორში პოლიტიკურად ვმოღვაწეობ და ქვემო სამგორის რაიონულ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ და თქვენი პრობლემები ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემი მთელი ცხოვრება უკავშირდება ისანს და სამგორს.
მოგესალმებით ჩემო უღალატო თანამებრძოლებო, რეალურად დღეს საქართველოში მართლა უღალატობა არის გამორჩეული თვისება და ეს თვისება თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ, რადგან ამ უღალატობით ვიცავთ დღეს ჩვენ საქართველოს ინტერესებს, ამ უღალატობით ვიცავთ ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილს და ს გათავისუფლებას ვითხოვთ, ამ უღალატობით ერთად ვიბრძვით პარტიულად და ერთად ვიბრძვით საქართველოს გათავისუფლებისათვის. დღეს განსაკუთრებული პერიოდი უდგას საქართველოს, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს თარიღი ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი და გახსოვთ ალბათ პირველი სლოგანი მიხეილ სააკაშვილისგან გაცხადებული 2003 წელს, გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ მაშინ იყო და ქართველ ხალხთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ამ 9 წლის განმავლობაში საქართველოს ჭაობიდან ამოყვანა და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ახლაც სწორედ 2024 წელს 26 ოქტომბერს ეს არჩევნები მართლაც არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და აქ, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმძლავროთ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ და საქართველო და მიხეილ სააკაშვილი, რადგან როგორც ეს ჩემმა მეგობრებმა აღნიშნეს, წარმოუდგენელია საქართველოს გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილის გარეშე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოს გათავისუფლების გარეშე, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება ამ არჩევნებში. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლება ძალადობას არ ერიდება, მოსყიდვას არ ერიდება, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს უღალატობა, ერთგულება, პატრიოტიზმი და ამ პატრიოტიზმით ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ. წინ გვაქვს ძალიან დიდი საქმეები. იცით მიხეილ სააკაშვილის მუშაობის ტემპი, იცით როგორი ხედვები აქვს მას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ამიტომ საერთო გამარჯვებით მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყანაში 14 მილიარდიანი ევროს ინვესტიციების და ფონდების შემოსვლას, უზრუნველვყოფთ 1000 ლარიანი პენსიების დაწესებას და საპენსიო სესხების განულებას, უზრუნველვყოფთ ჩვენი ემიგრანტების დაბრუნებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ოჯახში არსებობს ადამიანი, რომელიც ემიგრაციაშია წასული და საქართველო ამ მხრივ დაიცალა. ჩვენი ემიგრანტები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარება. 26 ოქტომბერი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, საქართველოს ევროპაში გაწევრიანების დღე, ამიტომ ერთიანობით აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და 26 ოქტომბერს გელოდებით ყველას არჩევნებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე , „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად ისან-სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს