ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს სიმონა გრანატა-მენგინს შეხვდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს სიმონა გრანატა-მენგინს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” კანონის შესახებ, ასევე, სასამართლო რეფორმასა და ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით.
ამასთან, ლევან ბეჟაშვილმა და ანა წითლიძემ ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს გააცნეს რეკომენდაციების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები.
სიმონა გრანატა-მენგინის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან საქართველო დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრის დასასრულს, ლევან ბეჟაშვილმა და ანა წითლიძემ ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადეს საქართველოს 25 წლიანი მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა