– გვინდა ვიცოდეთ, დეოლიგარქიზაციის გეგმაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა კონკრეტული გეგმა და კონკრეტული საკითხები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის გეგმა თუ როგორ უყურებს ოპოზიცია ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის კუთხით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საკანონმდებლო რეგულირების კუთხით და მოწესრიგდეს ელიტური კორუფციის არსებული პრობლემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ერთი სიტყვით, დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ჩვენ ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. იმავდროულად, სამთავრობო პროგრამა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არის ძალიან ბუნდოვანი, ძალიან ზოგადი დებულებებით განმარტებული და შესაბამისად, ძნელია კონკრეტიკა დაინახო ამ დოკუმენტში. ჩვენი, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული საკითხებით იყოს განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტი,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ს კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა