ლევან ბეჟაშვილი – ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დატუქსვა მოვისმინეთ

ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ივანიშვილის პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის დატუქსვა მოვისმინეთ, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
ბეჟაშვილის თქმით, ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განუსაზღვრეს გზა, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
“ეს არის სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა – იმდაგვარი საარჩევნო რეფორმის ჩატარება, რომ მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა მხარეს თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს. უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია – ამ მიზნით საჭიროა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართვა. ასევე მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა – ს კონკრეტულად მიუთითეს თუ რას გულისხმობდნენ ამ დეზინფორმაციაში, როცა თავად კობახიძე იყო იმ განცხადებების ავტორი, რომლის მიხედვით, თურმე ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
ეს წელი მართლაც გადამწყვეტი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი – მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ივანიშვილის პარტიასთან ერთად ევროპული მომავალი არა აქვს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა