ლევან ბეჟაშვილი – ამზადებს სანქციების პაკეტს – ს ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ. ამის დასტურია ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით! – ამის შესახებ “ერთიანობა – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამზადებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც ს ოჯახის წევრებს, მისი კარის ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შეეხება.
“ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, საჯარო მოხელეების, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობენ, სანქცირება მოხდეს. ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ -ი ქართველი ხალხის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ