ლევან ბეჟაშვილი – არჩევნების შემდგომ, როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ბუნებრივია, ყველა პროევროპულ პარტიასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ შევქმნათ კოალიცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, განიხილავს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია” პარტიასთან „საქართველოსთვის“ თანამშრომლობას.
როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდგომ, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ყველა პროევროპულ პარტიასთან ითანამშრომლებს იმისთვის, რომ კოალიცია შეიქმნას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია” იბრძვის ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის. იქნება გახარია თუ სხვა პარტიები, ისინი იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ ბარიერის გადალახვისთვის და მათთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები და დამოკიდებულებები გვაქვს საქართველოს მომავალზე და არჩევნებთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენ არჩევნების შემდგომ, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ბუნებრივია, ყველა პროევროპულ პარტიასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ შევქმნათ კოალიცია. ეს კოალიცია უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე მორგებული, რათა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ”,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა