– არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანები, გაზი გაუშვეს, ცდილობენ ვითარების გამწვავებას, მაგრამ ეს ხალხი სულ სხვა სულისკვეთებითაა მოსული – ამ ხალხს ვერავინ მოერევა

რეალური სულისკვეთება და რეალური ხალხის აზრი სუფევს აქ, ეს შეუჩერებელი პროცესია, ამ ხალხს ვერავინ ვერ მოერევა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ს განცხადებით, ხელისუფლება პროცესის გამწვავების გზით მიდის, რადგან მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია მიუღებელია.
„აბსოლუტურად გაუგებარია მრავალ ათასიანი მიტინგი ვნახეთ ჩვენ, აბსოლუტურად მშვიდობიანი და უცბათ, არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, გაზი გაუშვეს, წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. პირდაპირ გამწვავებაზე მიდიან იმიტომ, რომ მათთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია მიუღებელია.
ცდილობენ ვითარების გამწვავებას განსაკუთრებით ხვალინდელი კონტრაქციის წინ, მაგრამ ეს ხალხი მერწმუნეთ, სულ სხვა სულისკვეთებითაა მოსული. ეს ის ხალხი არ არის, ვისაც ხვალ ჩამოიყვანენ ნაძალადევად სამსახურიდან გაშვების შიშით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა