ლევან ბეჟაშვილი – „ამნისტიის შესახებ“ კანონის „ქოცური“ ვარიანტი პრაქტიკულად, პოლიტიკური დოკუმენტი იქნება – „ოცნებამ“ ის მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ, მაგრამ ეს ჰუმანური აქტი „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი, მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური დოკუმენტი იქნება.
„საქართველოში ათასობით ადამიანი ელოდებოდა საყოველთაო ამნისტიას და ამ მოთხოვნის შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. მაგრამ ეს ჰუმანური აქტი „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა.
პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამნისტიის ეს აქტი არ ეხება ძალიან ბევრ პატიმარს, მათ ოჯახის წევრებს. „ამნისტიის შესახებ“ კანონის “ქოცური” ვარიანტი, პრაქტიკულად პოლიტიკური დოკუმენტი იქნება.
ამიტომ, ბუნებრივია ჩვენ მომხრე ვართ საყოველთაო ამნისტიის შესახებ დოკუმენტი დაიდოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს