ლევან არველაძე: დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტში საკრებულოს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება

თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის თაობაზე განცხადება გააკეთა.
როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნევს ოპოზიცია რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას მეგაპროექტად.
აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ საგზაო სამუშაოებს ითვალისწინებს, არამედ შენობა-ნაგებობების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.
მისივე თქმით, მეგაპროექტად შეიძლება ჩაითვალოს მეტროს ვაგონების სრული ჩანაცვლება, რისი ღირებულება 475 მილიონი ევროა და ამ მასშტაბურ პროექტს ცენტრალური მთავრობა აფინანსებს.
ლევან არველაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მასშტაბური პროექტი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხელახალი განხილვისთვის წარმომადგენლობით ორგანოში დეკემბერში დაბრუნდება, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი“ – განაცხადა ლევან არველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა