ლევან არველაძე – დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ

დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
არველაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება მიულოცა საქართველოს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ყველა გულშემატკივარს, რადგან ეს გამარჯვება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. 26 მარტი ისტორიული და სიხარულის მომტანი დღეა საქართველოსთვის. კოტე მახარაძის სიტყვები მახსენდება: „წარმომიდგენია ახლა რა ხდება თბილისში“, დიახ, ეს სიხარული ჩვენ ახლა ნამდვილად შევიგრძენით. დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ“, – განაცხადა ლევან არველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა