უკანასკნელ თვეებში „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო საქმიანობის მიზეზებსა და მიზნებზე, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, ბოლო თვეებია, „ქართული ოცნება“ დამკვრელურად და დაჩქარებულადაც კი აწარმოებს საკანონმდებლო საქმიანობას.
ამ თემაზე ადრეც შეგეხმიანეთ, მაგრამ, თქვენ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე მას შემდეგ საუბარს შეგვპირდით, როცა კანონები საბოლოოდ იქნებოდა მიღებული.
„ოცნების“ პარლამენტმა მიიღო ამერიკული „Fara”-ს მსგავსი კანონი. ასევე კანონი „მედიის შესახებ“, და კანონში „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ,“ ცვლილებები შეიტანა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი.
უკვე ვიცით, რომ მას შემდეგ რაც დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას დაასრულებს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც აიკრძალება პარტია „ნაცმოძრაობა“ და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეძახის.
მოდით, თანმიმდევრობით დავიწყოთ. მმართველი „ოცნება“ ამბობს, რომ ამერიკული Fara”-ს მიღების შემდეგ ქართულ მედიას სხვა ქვეყნებიდან დაფინანსება ეკრძალება. არადა, ამერიკულ „Fara”-ს კანონი მედიასაშუალებებს არ ეხება. ეხება ქვეყანაში დაშვებულ ლობისტურ საქმიანობას.
თქვენ როგორ შეაფასებდით, როგორც მმართველი გუნდი ამბობს ამერიკული „Fara”-ს მსგავს კანონს? და იმ პრეტენზიებს, რომელიც ამ კანონის მიმართ ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ?
– სანამ ამ ახალ კანონებზე ვიმსჯელებთ, უნდა გვახსოვდეს დღეს რა მოცემულობა გვაქვს, მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ, ე.წ. „აგენტების კანონი“ ანუ, „რუსული კანონი“ მიღებულია, უბრალოდ ეს კანონი ჯერ არის ამოქმედებული.
შეგახსენეთ, პარლამენტის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, – კანონი კი მივიღეთ, მაგრამ იგი ვერ ავამოქმედეთ, რადგან სამოქალაქო სექტორი მომზადებული აღმოჩნდაო. ახლა კი ისეთ კანონს მივიღებთ, რომ ახლა უკვე ვეღარ გაგვექცევიანო.
თავის თავად ეს პროცესია მნიშვნელოვანი და არა შედეგი, რაც ამ ე.წ. კანონების მიღებით მივიღეთ. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობდა, რაც მივიღეთ იგივე „Fara”-ო. რა გამოდის ? – დღეს უკვე ორი „Fara” გვაქვს? მმართველი პოლიტიკური ძალა გვეუბნება – ამერიკას ერთი „Fara”- აქვს, ჩვენ კი ორი „Fara” გვაქვსო.
როგორც აღვნიშნე ეს პროცესია, განზრახვა ძალიან მარტივია – დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც შემორჩენილია ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც პოლიტიკურ ლოიალობას არ ექვემდებარება, მათზე იქონიოს გავლენა.
ეს კანონები მათზე რამდენად იმოქმედებს, ვერ გეტყვით. წინა „რუსული კანონი“ რომ ვერ აამოქმედა, ფაქტია. ალბათობა იმისა, რომ „Fara”-ს მსგავსი კანონი და სხვა კანონებიც ვერ აამოქმედონ, რა თქმა უნდა, არსებობს. ახლა მითუმეტეს, რადგან საგარეო ფაქტორების გათვალისწინებითაც, ვგულისხმობ ევროკავშირისაგან და ამერიკიდან ერთნაირად შემოთვლილ ძალიან მძიმე კრიტიკული ტექსტებს ჩვენში დემოკრატიაზე.
ალბათობა იმისა, რომ „Fara“-ს მსგავსი კანონი და სხვა კანონებიც ვერ აამოქმედონ, რა თქმა უნდა, არსებობს. ახლა მითუმეტეს, რადგან საგარეო ფაქტორების გათვალისწინებითაც, ვგულისხმობ ევროკავშირისაგან და ამერიკიდან ერთნაირად შემოთვლილ ძალიან მძიმე კრიტიკული ტექსტებს ჩვენში დემოკრატიაზე
რაც შეეხება, ამერიკულ კანონთან ჩვენთან მიღებული კანონის მსგავსებას. ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ის ამერიკული „Fara” არაა, თარგმნილი კია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამერიკული კანონი მორგებულია ამერიკულ საკანონმდებლო სისტემას. გარდა ამისა, თქვენს აუდიტორიას სწორი წარმოდგენა რომ შეექმნას ვიტყვი – კანონი სისტემის გარეშე ვერ იკანონებს.
ამერიკული „Fara”-ს რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხდება. თუკი დარღვევა ხდება, გამოძიების ფუნქციით აღჭურვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ფედერალური საგამოძიებო ორგანო ეფ-ბი-აი იწყებს გამოძიებას. ეს მისი კომპეტენციაა.
ჩვენთან ანტიკორუფციული ბიურო არც იუსტიციის სისტემაშია და არც გამოძიებას არ აწარმოებს. ამერიკაში გამიჯნულია, კანონს იუსტიციის სამინისტრო არეგისტრირებს, გამოძიებას კი სხვა სტრუქტურა, აშშ-ს შემთხვევაში ეფ-ბი-აი აწარმოებს. ჩვენთან კი ეს ყველაფერი ერთ სისტემაშია მოქცეული, რაც შეუძლებელს ხდის ამ ყველაფრის განხორციელებას.
ამერიკული „Fara“-ს რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხდება. თუკი დარღვევა ხდება, გამოძიების ფუნქციით აღჭურვილი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ფედერალური საგამოძიებო ორგანო ეფ-ბი-აი იწყებს გამოძიებას. ეს მისი კომპეტენციაა
ანტიკორუფციულ ბიუროს იმისთვის ვერ მოუბია თავი, რომ ამ უწყების საიტი გამართოს. შეგახსენებთ იმას, რაც მედიის საშუალებით გახლდა ცნობილი – ანტიკორუფციულ ბიუროს საიტზე საჯარო მოხელეების ქონების შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელი იყო. როდესაც კუპრაშვილს კითხეს რა ხდებაო, მან თქვა რომ საიტს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და აღმოსაფხვრელად ვმუშაობთო.
სრული სერიოზულობით ვამბობ – „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო ხანებში მიღებული კანონები არის დასავლეთთან ვაჭრობის მექანიზმი. მმართველ გუნდს არც აქვს ამ კანონების ამოქმედების განზრახვა. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ეს კანონები მისივე პროპაგანდისტულ ტვ „იმედს“ უნდა შეეხოს.
– მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათ მიერ მიღებული ცვლილებები კანონში „მედიის შესახებ“ და“საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ“ ბი ბი-სის მსგავს მედია სტანდარტს დაამკვიდრებს ქართულ მედიასივრცეში. ხელისუფლების ოპონენტებს ამ კანონების მიმართაც აქვთ კითხვები.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კანონებს? რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა და მტკიცება, რომ ამ კანონების სრულად ამოქმედების შემთხვევაში სახელისუფლებო პროპაგანდის მედიასაშუალებებს საქმიანობა ყველაზე მეტად გაუჭირდება?
– საერთოდ, დემოკრატიასა და პასუხისმგებლობიან საზოგადოებაში კანონები იქმნება იდენტიფიცირებული და შესწავლილი პრობლემების მოსაწესრიგებლად.
მე არ მსმენია არც ერთი გონივრული არგუმენტი, რომ რაღაც პრობლემები არსებობს მედიასთან დაკავშირებით. რომ მედიაში რაიმე სახის პრობლემა თვითრეგულირების გარეშე ვერ წყდება, ანაც, ვერ წყდება „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის ფარგლებში.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოწესრიგებულია და პრობლემა არ არსებობს. სწორედ ის, რომ პრობლემა არ არსებობს და განსაკუთრებით მაუწყებლებთან მიმართებაში, საარჩევნოდ და პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი პარტიას მნიშვნელოვანი გავლენა რომ ჰქონდეს, ამიტომაა ეს კანონი მიღებული. ამოქმედდება თუ არ ეს კანონი, არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს კანონი და სხვა კანონები არის სავაჭრო საგანი დასავლეთთან.
მე არ მსმენია არც ერთი გონივრული არგუმენტი, რომ რაღაც პრობლემები არსებობს მედიასთან დაკავშირებით. რომ მედიაში რაიმე სახის პრობლემა თვითრეგულირების გარეშე ვერ წყდება, ანაც, ვერ წყდება „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის ფარგლებში
მაგალითად აშშ-ს ეტყვიან ამ კანონს გავაუქმებ, ან ვიღაცას გამოუშვებ, ან არ გამოუშვებ, ოღონდ არ დაგვასანქცირო და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებული კანონებით „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ვაჭრობას შეეცდება.
– „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ამგვარი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში „ნაციონალების“ დროს იქნა ამოღებული. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლების ერთობლიობით, „სამშობლოს ღალატის“ მუხლი არსებობდა.
გაგვარკვიეთ, ამ თემაზე რა იყო, როგორ იყო და ახლა როგორაა?
– ის ქმედებები რომელიც მმართველ პოლიტიკურ ძალას უნდა გამოაცხადოს დასჯად ქმედებად, დღესაც არსებობს.
წმინდა იურიდიული საკითხია რას ნიშნავს ტერმინი „სამშობლოს ღალატი“? ან „სამშობლო“ რას ნიშნავს, ან მისი ღალატი რას ნიშნავს. კომუნისტური და იდეოლოგიური ტერმინი რომ არის, სწორედაც ამიტომ, არც ერთ ქვეყანაში მუხლს „სამშობლოს ღალატს“ ვერ ნახავთ.
მიღებული კანონის ცვლილებებში კი, მაგალითად, ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება და კიდევ მრავალი ამის მსგავსი ქმედებები, რომელიც „სამშობლოს ღალატშია“ მოაზრებული, საბჭოეთის მემკვიდრე „ქართულ ოცნებას“, რომელიც საბჭოური სტანდარტებით დღესაც აზროვნებს, თითოეული ამგვარი ქმედება დასჯადი იყო და ახლაც დასჯადია.
ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება და კიდევ მრავალი ამის მსგავსი ქმედებები, რომელიც „სამშობლოს ღალატშია“ მოაზრებული, საბჭოეთის მემკვიდრე „ქართულ ოცნებას“, რომელიც საბჭოური სტანდარტებით დღესაც აზროვნებს, თითოეული ამგვარი ქმედება დასჯადი იყო და ახლაც დასჯადია
საქმე ისაა, რომ ამგვარ ქმედებებს ახლა პროპაგანდისტული, ურაპატრიოტული, საბჭოური ტერმინი დაემატა. მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იოლად აღქმადია. მაგრამ, მათ იურიდიული შინაარსი არ აქვთ.
– „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კარგა ხნის წინ დააანონსა „პარტიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა.
„ქართული ოცნების“ სპიკერები კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მას შემდეგ რაც საპარლამენტო კომისია მუშაობას დაასრულებს „ნაცმოძრაობისა“ და სხვადასხვა დროს „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკური ჯგუფებს, რომლებსაც „ოცნება“ „კოლექტიურ ნაციონალებს“ უწოდებს, აიკრძალება.
იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ბევრი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ შემოდგომისთვის ადგილობრივი, და არაა გამორიცხული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისთვის არასასურველ პოლიტიკურ პარტიებს აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოზე დასმულ კითხვას წერილობით უპასუხა და „ქართული ოცნებას“ დემოკრატია დაუწუნა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველმა გუნდმა „ნაცმოძრაობა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ სახელდებული პარტიები აკრძალოს?
– მმართველმა ძალამ ეს ინიციატივა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის კონტექსტში გააჟღერა. როგორც ჩანს, იმის საფუძველზე, რომ „სამშობლოს ღალატის“ მუხლი უკვე მიღებულია, საგამოძიებო კომისიაც ამ მიმართულებით დასკვნას დადებს, ამის შემდეგ უნდათ ააკრძალვინონ საკონსტიტუციო სასამართლოს მათთვის არასასურველი პოლიტიკური პარტიები.
ესეც მორიგი ინსტრუმენტია თუ ბანქოს ქაღალდი დასავლეთთან და ქართულ საზოგადოებასთან სავაჭროდ. გათვლა მარტივია, რადგან დემოკრატიას მიწუნებთ, მე რაღაცას ვიზამ, მაგრამ, თქვენ არ დამასანქციროთ. არჩევნებსაც ჩავატარებ, მაგრამ, პოლიტიკურ ველზე დარჩენის საშუალება უნდა მომცეთ, ან მომავალში არ დამიჭიროთ. ვიმეორებ, ეს ინიციატივაც ვაჭრობისთვის გათვლილი ნაბიჯია.
რატომ? შევეცდები ავხსნა. იმისთვის, რომ იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია აიკრძალოს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამისთვის მან სარჩელით უნდა მიმართოს შესაბამისმა სუბიექტებმა. ამ შემთხვევაში სუბიექტებს თავი დავანებოთ. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტი, ან დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა.
წინასწარ იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ თვალსაზრისით რამეს იზამს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, საკმაოდ რთულია. საუბარია ისეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე, რომელთა დადასტურება საკმაოდ რთულია და მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის წესით გამოძიებულ საქმეზე და ისიც კონკრეტული ადამიანის მიმართ შეიძლება დადასტურდეს.
წინასწარ იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ თვალსაზრისით რამეს იზამს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, საკმაოდ რთულია. საუბარია ისეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე, რომელთა დადასტურება საკმაოდ რთულია და მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის წესით გამოძიებულ საქმეზე და ისიც კონკრეტული ადამიანის მიმართ შეიძლება დადასტურდეს
პარტიების აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ხელისუფლების ძალადობით შეცვლა. ხელისუფლების ძალადობით შეცვლა შესაძლოა ვიღაცის თავში იხარშებოდეს, მაგრამ ეს ქმედებით უნდა დადასტურდეს. ქმედება კი გამოძიებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოების მიერ. და მთავარია, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს მიღებული.
ანუ, დადასტურებული უნდა იყოს, რომ პეტრემ, ივანემ, ერთად, ცალ-ცალკე, ანაც დამოუკიდებლად სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. 2014 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო გადატრიალებაზე საქმე არა ერთხელ ყოფილა აღძრული, მაგრამ ყველა არჩევნების შემდეგ ეს აღძრული საქმეები ავიწყდებოდათ.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მანდატია კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ კონკრეტულ ქმედებებზე ფაქტების დადგენა. ახლა ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიაში კერძო პირებს ეძახიან, ისინი რა შუაში არიან, გაუგებარია.
თუ ჩავთვლით, რომ კომისიამ კონკრეტიკა დადო. ამ შემთხვევაშიც საგამოძიებო კომისია საქმეს გადასცემს ან პარლამენტის ბიუროს, ან საგამოძიებო ორგანოს, ანუ პროკურატურას. პროკურატურას შეუძლია საქმე არც აღძრას.
პარტიების აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ხელისუფლების ძალადობით შეცვლა. ხელისუფლების ძალადობით შეცვლა შესაძლოა ვიღაცის თავში იხარშებოდეს, მაგრამ ეს ქმედებით უნდა დადასტურდეს. ქმედება კი გამოძიებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოების მიერ. და მთავარია, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს მიღებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და ის სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დასრულდეს, ამ სიტუაციის აბსურდულობა კატა-თაგვობანას თამაშს ემსგავსება
ვთქვათ, აღძრა და დაიწყო გამოძიება „ნაცმოძრაობის“ წევრების ანტიკონსტიტუციურ ქმედებები დადგინდა, ესეც საკმარისი არ იქნება, რადგან გამოძიებამ მათ ბრალი უნდა წაუყენოს მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ და სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს.
სასამართლოში კი სამი ინსტანციაა და ამ საქმემ სამივე ინსტანცია უნდა გაიაროს. ეს პროცედურები გასავლელია და სამივე ინსტანციაში გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამოვა ამ პირების მიმართ, მხოლოდ ამის შემდეგ ისინი შეიძლება გამწესდნენ ციხეში.
ეს შესაძლებელია იყოს მსჯელობის საკითხი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ პარტია გაუქმდეს. შესაძლოა, მმართველი პარტიის წევრები დღესაც ჩადიოდნენ დანაშაულს, მაგრამ ეს ვერ იქნება პარტიის გაუქმების საფუძველი. პარტია მის წევრებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. ასე რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და ის სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დასრულდეს, ამ სიტუაციის აბსურდულობა კატა-თაგვობანას თამაშს ემსგავსება.
პარტიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურიცაა და სამართლებრივად შეუძლებელია და რაც მთავარია, პერსპექტივაც არ აქვს
საკონსტიტუციო სასამართლომ რომც აკრძალოს პარტია, პარტია ხომ პარტიის წევრებისგან და მათი მხარდამჭერებისგან შედგება, პარტიის წევრებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხებათ.
მომავალ არჩევნებზე საჯარო მსჯელობა უნდა იყოს პოლიტიკოსების ზრუნვის საგანი და მათი აქტივობაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების პროფესიონალიზმი და რეპუტაცია ეჭვს ქვეშ არ დგას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მსჯელობას და მოძრაობას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ
დღეს თუ მე ვარ იქ-ს პარტიის წევრი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ააკრძალვინა „ქართულმა ოცნებამ“, ეს მე არ მზღუდავს, რომ ხვალ იქ-2 პარტია შევქმნა და ან უკვე არსებულ პარტიაში გავწევრიანდე და ისე მივიღო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა.
პარტიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურიცაა და სამართლებრივად შეუძლებელია და რაც მთავარია, პერსპექტივაც არ აქვს.
– თუ პარლამენტის მუხლჩაუხრელი საკანონმდებლო საქმიანობა ბევრს არც არაფერს ნიშნავს, მაშინ რა გამოდის?
– ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, შესაძლოა, არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდისთვის და მათი ლიდერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იმიტომ რომ, ვიმეორებ, ამ კანონებით ისინი ვაჭრობენ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. არ დამასანქცირო, რაღაცა მომეცი, რაღაცა დამითმე, რაც თქვენ გაინტერესებთ, ჩავნიშნავ და გავითვალისწინებ და გავაუქმებ.
ანუ, „ქართული ოცნება“ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელ კანონებს იღებს და შემდეგ ამავე კანონების გაუქმებით ევაჭრება.
– პარტიათა უმრავლესობა თანხმდება, რომ ადგილობრივი და ვადამდელი თუ ხელახალი არჩევნები ახალი ცესკო-ს შემადგენლობითა და ამ პროცესში სუსი-სა და შსს ჩარევის გარეშე უნდა ჩატარდეს.
მეტიც, „ქართული ოცნების“ ოპონენტების უმრავლესობა იმაზე საუბრობს, კარგი იქნება თუ საქართველოში არჩევნების პროცესში ევროკავშირის პატრონაჟით ჩატარდება. ამგვარი რამ წარმოუდგენლად გამოიყურება, რადგან „ქართული ოცნებას“ საკმაოდ გაფუჭებული აქვს ურთიერთობები ევროსტრუქტურებთან.
გარდა ამისა, ანტიევროპული, უფრო სწორად ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო ტალღა ქვეყანაში აგორებულია და ეს ტენდენცია სულ მეტად იკრებს ძალას.
არადა, გაურკვეველი რჩება ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები, ან როგორ უნდა ჩაატაროს. აგერ ვნახეთ, ცესკო-ს თავმჯდომარემ თავისი გადაწყვეტილებით საუბნო კომისიებში დამკვირვებლებს, პრაქტიკულად, დაკვირვებაც კი აუკრძალა…
– საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ახლა რომ ჩატარდეს, ის შორს იქნება დემოკრატიული სტანდარტებისგან. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია.
მომავალ არჩევნებზე საჯარო მსჯელობა უნდა იყოს პოლიტიკოსების ზრუნვის საგანი და მათი აქტივობაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების პროფესიონალიზმი და რეპუტაცია ეჭვს ქვეშ არ დგას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მსჯელობას და მოძრაობას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.
თუ საარჩევნო თემებზე მსჯელობა სისტემურად არ წარიმართა, ამით მხოლოდ და მხოლოდ, მმართველი პოლიტიკური ძალა იხეირებს. ვგულისხმობ მხოლოდ იმაზე კამათს ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა
რასაც ვხედავთ ისაა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არ მიიღონ მონაწილეობა შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებში. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება ვიმსჯელოთ შევცვალოთ და როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანაში საარჩევნო გარემო, ეს იქნება საარჩევნო კანონმდებლობა თუ ინსტიტუციურად როგორ რა უნდა გაკეთდეს. ასევე სამსჯელოა ამ პროცესში არასამთავრობოებისა და მედიის როლი როგორი უნდა იყოს.
თუ საარჩევნო თემებზე მსჯელობა სისტემურად არ წარიმართა, ამით მხოლოდ და მხოლოდ, მმართველი პოლიტიკური ძალა იხეირებს. ვგულისხმობ მხოლოდ იმაზე კამათს ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
დღეს საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნები არის დემოკრატიული მმართველობის მთავარი ინსტრუმენტი. რადგან ეს ასეა, უნდა ვთქვათ, არჩევნები როცა არ უნდა იყოს, ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი ინსტრუმენტი.
ოღონდ, ხელისუფლების ცვლილებისთვის არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ამ თემაზე უნდა იყოს მსჯელობა და მმართველი პოლიტიკური ძალა იძულებული იქნება დაჯდეს ამ თემაზე განსახილველ მაგიდასთან და ქვეყანაში შეიცვალოს საარჩევნო გარემო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
