ლევან აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს

ლევან აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს
ბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული და მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოში ახალი იქნება. დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს. ეს იქნება ქვეყნის გარეთ თუ შიგნით“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის მერის ანგარიშზე და მომავალი წლის ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება. მან არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ავარიული ლიფტების პრობლემის მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ლევან აბაშიძემ თბილისის მერის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის