„ლევანიკო მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის…“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება.
როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, „უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს და გაიგებს თუ როგორ უყვართ და რამხელა პატივია არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის იქ წარმოთქმული სიტყვა და აპლოდისმენტი“.
„დღეს ქალბატონი ლუბას დაბადების დღეა.
70 წლის საიუბილეო საღამო საკონცერტო დარბაზ კროკუს სიტში იმართება, ათიათასზე მეტი ადამიანი დაესწრება ამ საღამოს და… ლევანიკო დაესწრება კი არა მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის.
უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს და გაიგებს თუ როგორ უყვართ და რამხელა პატივია არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის იქ წარმოთქმული სიტყვა და აპლოდისმენტი.
იუბილეს ვულოცავ ქალბატონ ლუბას (ლუბა უსპენსკაია, რედ.) და დიდი მადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისა და აღიარებისთვის“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება