ლევანდოვსკი “ბარსელონაში” კიდევ 1 წლით დარჩება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 36 წლის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონასთან” კონტრაქტს 1 წლით 2026 წლის 30 ივნისამდე გაახანგლძრივებს.
გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ გარიგებას ხელი ოფიციალურად უახლოეს დღეებში მოეწერება.
ლევანდოვსკი “ბლაუგრანაში” 2022 წელს “ბაიერნიდან” 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მიმდინარე ლა ლიგაში მან 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში