ლედი გაგას და ბრუნო მარსის დუეტმა Spotify-ზე რეკორდი მოხსნა

ლედი გაგას და ბრუნო მარსის სიმღერამ Die With A Smile მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფად დააგროვა მილიარდი მოსმენა.

სიმღერამ, რომელიც ცალკეულ სინგლად აგვისტოში გამოვიდა, დებიუტისთანავე მიაღწია წარმატებას მუსიკალურ სიებში — Billboard-ის “ცხელ ასეულში” მან მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ სიმღერამ რელევანტურობის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში შეძლო — Die With A Smile ყველა სოციალურ ქსელში იტრენდება, გამოვიდა მისი აკუსტიკური ვერსია, მელოდია გამოიყენეს რამდენიმე ტელეპროექტში…

ლედი გაგამ და ბრუნო მარსმა სინგლი ლაივშიც შეასრულეს ლოს-ანჯელესის Intuit Dome-ის სცენაზე, მარსის კონცერტზე. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ლას ვეგასში, Metro Goldwyn Mayers-ის პარკში სიმღერა ორჯერ იმღერეს.

Die With a Smile 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაშია წარდგენილი — წლის საუკეთესო სიმღერისა და წლის საუკეთესო პოპ-დუეტის კატეგორიებში.