Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისში საფეხბურთო ლეგენდების მონაწილეობით კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ამჯერად შეხვედრა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის – დინამო თბილისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, აიაქსის ლეგენდების გუნდი ესტუმრება. ამსტერდამელები ამხანაგურ შეხვედრაში დინამოს ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ორივე კლუბის მხრიდან სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეები მიიღებენ.
ოთო მუმლაძე, Sports Orient-ის დამფუძნებელი – “ჩვენმა კომპანიამ მსგავსი ტიპის მატჩების ორგანიზებაში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა მაინც განსაკუთრებულ სტატუსს ატარებს. ამსტერდამის აიაქსი მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და როდესაც ასეთი კლუბი საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობს, ეს ძალიან დიდი პატივია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამხელა კვალი დატოვა დინამო თბილისმა 100 წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი კომპანიის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო როგორც დინამო თბილისს ნდობისთვის, ასევე ამსტერდამის აიაქსს და ყველა იმ კომპანიასა თუ ადამიანს ვინც ამ მატჩის ორგანიზებაში იქნება ჩართული. მჯერა, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული სხვა შეხვედრების მსგავსად გულშემატკივარს ახლაც დაუვიწყარ ემოციებს ვაჩუქებთ.”
რომან ფიფია, დინამო თბილისის პრეზიდენტი – “ჩვენი კლუბის ისტორია უკვე ერთ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში დინამომ მის გულშემატკივარს უამრავი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან ერთად აღვნიშნავთ. როდესაც კლუბის იუბილეზე ასეთი რანგის გუნდის ჩამოდის სტუმრად ეს ძალიან დიდი დაფასებაა. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ორგანიზატორებს, ასევე თავად ამსტერდამის აიაქსს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი გამორჩეული საფეხბურთო საღამო ელის.”
დენი ბლინდი, აიაქსის ლეგენდების გუნდის მთავარი მწვრთნელი: დიდი პატივია, რომ დინამო თბილისმა 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მატჩზე მიგვიწვია. მოუთმენლად ველით ულამაზეს ქალაქ თბილისში სტუმრობას და დინამო არენაზე თამაშს.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბერს TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთები შემდეგ საფასო კატეგორიებში იქნება ხელმისაწვდომი – 10, 15, 20, 25 და 30 ლარი.
ღონისძიების გენერალური სპონსორი Crocobet გახლავთ, პარტნიორი კი, Smartsoft.
fcdinamo.ge
“უოტფორდმა” ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
სასურველი კანდიდატი გამოიკვეთა – “აიაქსს” მთავარ მწვრთნელად გუნდის ლეგენდის დანიშვნა სურს
“აიაქსმა” ბრაიან ბრობი პრემიერ ლიგის კლუბს მიჰყიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
“აიაქსს” ახალი ფორვარდი ეყოლება – კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
Geo Team: “უოტფორდში” ქართველი თავდამსხმელი გადადის
“ჩელსიმ” “აიაქსის” მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა – ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
“2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და “დინამო თბილისს” ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო” – რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა “უოტფორდთან” კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ერიკ ტენ ჰაგი “ლევერკუზენს” ჩაიბარებს
თბილისის “დინამო” კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
