ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მოკრივე ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია “ინსტაგრამზე” მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
ფორმენი მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი და მძმე წონის ოლიმპიური ჩემპიონია, ასევე WBA/WBC/IBF/WBU/IBA ჩემპიონი.
ჯორჯი კრივის დიდების დარბაზის წევრი 2003 წელს გახდა.
“დიდი ჯორჯი” კარიერის დასრულების შემდეგ ფორმენი გახდა ქრისტიანი მღვდელი. ათი წლის შემდეგ მან განაცხადა კრივში დაბრუნების შესახებ. 1994 წელს, 45 წლის ასაკში ნოკაუტით დაამარცხა 26 წლის მძიმეწონოსანი ჩემპიონი მაიკლ მურერი და მოიპოვა ერთდროულად სამი საჩემპიონო ქამარი. საჩემპიონო ქამარს ფლობდა ერთი წლის განმავლობაში, რითაც
გახდა ყველაზე ასაკოვანი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი კრივში. კარიერა დაასრულა 1997 წელს, 48 წლის ასაკში. პროფესიონალურ კრივში მისი მაჩვენებელია 76 გამარჯვება (68 ნოკაუტი) და 5 მარცხი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში