ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩემი ქმარი და ჩვენი მამა, ფრანც ბეკენბაუერი, გუშინ, კვირას, ოჯახის გარემოცვაში, ძილში მშვიდად გარდაიცვალა. ვითხოვთ, რომ მშვიდად გლოვის საშუალება მოგვცეთ და კითხვების დასმისგან თავი შეიკავოთ“, – ნათქვამია ფეხბურთელის ოჯახის განცხადებაში.
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი მსოფლიო ჩემპიონი 1974 წელს ფეხბურთელის, ხოლო 1990 წელს მწვრთნელის რანგში გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო