ლებეფი: პორტუგალიას ევრო 2024-ის მოგება მხოლოდ რონალდოს გარეშე შეუძლია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ფრანკ ლებეფს მიაჩნია, რომ პორტუგალიას რონალდოს გარეშე ევროპის ჩემპიონატის მოგების მეტი შანსი აქვს:
“ვფიქრობ, პორტუგალია ევრო 2024-ის მოგების პრეტენდეტთა შორისაა. ტურნირზე გამარჯვების მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რონალდოზე უარს იტყვიან.
მინდა რონალდოს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული”, – ციტირებს ლებეფს Goal-ი.