ლებეფი თვლის, რომ მბაპე სასტარტოში არ უნდა დააყენონ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფრანკ ლებეფი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ იმსახურებს.
“ვფიქრობ, ჩვენ კილიანთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვს. თუ შენ ტრავმირებული ხარ და 100%-ით თამაში არ შეგიძლია, მაშინ ჯობია საერთოდ არ ითამაშო. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს შეუძლია თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50% მოგცეს, მაშინ გუნდს ცუდ სამსახურს უწევს. მბაპეს არ შეუძლია ხეირიანად გაიქცეს. მუდმივად ისწორებს თავის ნიღაბს”, – ციტირებს ლებეფს Get French Football News-ი.