ლეაო: შემიძლია რონალდოს დონეს მივაღწიო, მაგრამ ეგოისტი არ ვარ

“მილანის” ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში თავისი თანამემამულისა და კერპის, კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
ლეაოს თქმით, მას შეუძლია, რომ რონალდოს დონეზე ითამაშოს, უბრალოდ, არაეგოისტურად თამაშობს და ხშირად თანაგუნდელებს პასებით ამარაგებს.
“შემიძლია თუ არა რონალდოს დონეს მივაღწიო? დიახ, მაგრამ ეგოისტი არ ვარ. შემიძლია ბევრი გოლი გავიტანო, მაგრამ პასების გაკეთებაც მიყვარს”, – განაცხადა ლეაომ.
შეგახსენებთ, რაფამ მიმდინარე სეზონში “მილანის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 20 მატჩი გამართა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში