ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავენ

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი ქართველი ხალხის დაკვეთაა. ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებს. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე კი მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კანონპროექტები ოპონენტებისთვის პრობლემური თემაა.
„ოპოზიციური სპექტრისთვის ეს პრობლემური თემაა, განსაკუთრებით გარკვეული საერთაშორისო ფორუმების ფორმატში ამ საკითხების მიმართ მიდგომის გათვალისწინებით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას ოდესმე დაუჭერენ მხარს. ჩვენთვის კი ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე