ლგბტ პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს და ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო

[ლგბტ] პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს. ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს, რომელშიც მან შეშფოთება გამოთქვა „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო.
„ყველა ადამიანის უფლება უნდა დაიცვას, პროპაგანდა სხვაა და ადამიანებისადმი მიმართული გარკვეული აქციები თუ კანონები – სხვა. პროპაგანდაზეა ლაპარაკი, რაც ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს. ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო. ეს მარტო ცალმხრივი თემა არ არის, რომელიც მარტო თითქოს, საქართველოშია აქტუალური. რასაკვირველია, თვითმყოფადობა არის ერთ-ერთი საგანგებო ბოძი, რომელზეც დგას საქართველო და საქართველო დღემდე მოიტანა სწორედ ამ თვითმყოფადობის შენარჩუნებამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ჯიმ ო’ ბრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო და აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის ხმას აიმაღლებს ადამიანის უფლებების დასაცავად.

ასევე დაგაინტერესებთ