ლგბტ-პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5 წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება

ლგბტ-პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5 წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება
ლგბტ თემის პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ვხედავთ, რომ დღითი დღე პოპულარობის გარდა, თურმე როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5-ე წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დღევანდელ ფილმებში “ერთი-ორი გეი თუ ლესბოსელი რომ არ გაურიონ” თითქოს სხვანაირად არ შეიძლება. ექსპერტის თქმით, ცალკე თემაა, ეს სპეციალურად კეთდება თუ მეტი ინტრიგისათვის.
“1998 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო შესანიშნავი ფილმი „რიგითი რაიანის გადასარჩენად (Saving Private Ryan).“ ფილმი მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს ეხება: დედას, ამერიკელ დედას და არა დანომრილ მშობელს ფრონტზე სამი ვაჟი დაეღუპება, მეოთხე კი საომარ მოქმედებებში ჩართული. ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობა კი გადაწყვეტს, ერთადერთი შვილი ცოცხალი დაუბრუნოს მას, ამისათვის კი ერთ-ერთი ქვედანაყოფი მიიღებს დავალებას და…. მთელ ფილმს ამ ერთ პოსტში ვერ მოვყვები, ეს ფილმი უბრალოდ უნდა ნახოთ. მით უმეტეს, როცა ამერიკელი ვარსკვლავი მსახიობების ისეთი კოჰორტა თავმოყრილი, როგორებიცაა ტომას ჯეფრი ჰენქსი, მეთ დეიმონი, ედუარდ ბარნსი, ტომ საიზმორი, ვინ დიზელი, ბარი პაპერი, ჯიოვანი რიბსი.
ეს ფილმი ვაჟკაცობის, კაცობის, მეგობრობის, ძმური ურთიერთობის, დედის მიმართ დამოკიდებულების, მიტევების, ჰუმანურობისა თუ მრავალი კეთილშობილური საკითხებზე აგებული. სამწუხაროდ დღევანდელ ფილმებში ერთი ორი გეი თუ ლესბოსელი რომ არ გაურიონ თითქოს სხვანაირად არ შეიძლება, ეს სპეციალურად კეთდება თუ მეტი ინტრიგისათვის ეს ცალკე თემაა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ სპილბერგს ამ შედევრის შესაქმნელად არც ერთი „ლგბტ“ თემის წარმომადგენელი არ დასჭირვებია, ისე დახვეტა რამდენიმე ოსკარი. დღეს კი რას ვხედავთ ლგბტ თემის პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ვხედავთ, რომ დღითი დღე პოპულარობის გარდა, თურმე როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z–ის ყოველი მე-5-ე წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება, საერთოდ ვინმე წავა რიგითი რაინის გადასარჩენად, იმისათვის რომ დედას ცოცხალი მიუყვანონ ცოტა ეჭვი მეპარება.
P.S ამერიკაში სწავლისას სხვადასხვა დონის სტუმარ-სპიკერები გვიტარებდნენ ლექციებს, იმ პერიოდში LGBT თემის საკითხი უკვე აქტუალობას იძენდა: კითხვაზე უნდა იმსახურონ თუ არა ჯარში LGBT თემის წარმომადგენლებმა? ბრიტანელმა სამ ვარსკვლავიანმა გენერალმა (გენერალ-ლეიტენანტმა) ასეთ რამ გვითხრა: მთელი ცხოვრება ჩემს ჯარისკაცებს ვასწავლიდი, რომ მოწინააღმდეგე წინ არის და ყურადღებით იყვნენო, ამ შემთხვევაში კი რა უნდა უთხრათ რომ უკნიდანაც ელის გარკვეული საფრთხე, მგონი ადვილი არ იქნება, ამიტომ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთო!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კაია კალასი: უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, სომხეთის თანხვედრა ამჟამად 37 პროცენტია – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, მაგრამ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ

BBC-ის სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ზღვა აკადემიური ლიტერატურა არსებობს – ჩვენთან არ ითარგმნება სამეცნიერო ლიტერატურა, რადგან პოლიტიკურად ანგაჟირებული გამომცემლობის ინტერესში არ შედის მოსახლეობისთვის მისი მიწოდება