ლა ლიგის პრეზიდენტმა დაადასტურა – მბაპე ზაფხულში “რეალს” შეუერთდება!

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალში” გადავა.
“მბაპე ამ ზაფხულს “რეალის” ფეხბურთელი გახდება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და თუ მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ჩემპიონთა ლიგის 5-ჯერ მოგების შანსი ექნებათ.
ფრანგის გარდა მადრიდელებს ვინისიუსი და ბელინგემიც ეყოლებათ, რაც მათ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცევთ, მაგრამ ეს ტიტულების მოგების გარანტია არაა”, – უთხრა ტებასმა არგენტინულ Ole-ს.