“საქართველოს პირველი ლედის ჰქონდა შესაძლებლობა იმ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში და გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და ის პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება, როგორც ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით, ასევე ციფრული გამოწვევების ფონზე, ჩვენი ეკონომიკური-ტექნოლოგიური განვითარების კუთხით…
მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი და თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი მის გამოსვლაში იყო, ის რომ დედური ინსტინქტის ტრანსფორმაცია ხდება გლობალურ მოძრაობასა და გაერთიანებაში” | ამბობს მარიამ ლაშხი, ყაველაშვილის მეუღლეზე თამარ ბაგრატიონზე.




