“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 25კმზე მოქმედი ოპტ.-ბოჭკოვანი მართვის მქონე დამრტყმელი დრონები მიიღეს შეიარაღებაში.
რას ნიშნავს ეს:
ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება თუ ობიექტი/ნაგებობა 20-25 კმ პერიმეტრზე გარანტირებული განადგურების საფრთხის ქვეშაა.
ეს ნიშნავს რომ ცენტრალური ავტობანი დარტყმის საფრთხის ქვეშაა
ეს ნიშნავს რომ საჩხერე, კასპი, ხაშური, გორი, დუშეთი, ფასანაური, გუდაური დარტყმის საფრთხის ქვეშაა
ეს ნიშნავს რომ სამხედრო გორის ბაზის ინფრასტრუქტურა და პერსონალი დარტყმის საფრთხის ქვეშაა
ეს ნიშნავს რომ გდდ-ს ბაზები და ქვედანაყოფები დარტყმის საფრთხის ქვეშაა. იმ გგდ-სი რომელიც საკუთარი ხალხის ცემა-ტყეპით არის გართული და ვითომ ოკუპაციის ხაზს რომ იცავს. ამიტომ ამ საფრთხეს უკან წავიღებ ….კაკ რაზ გდდ-ს რუსები/ოს სეპარატისტები არაფერს დაუშავებენ.
ეს ნიშნავს რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტები როგორიცაა ელექტროგადამცემი ხაზები , წყლის საქაჩი სადგურები თუ გაზისა და ნავთობის ტრანზიტის ინფრასტრუქტურა იუველირული სიზუსტით განადგურების საფრთხის ქვეშაა.
მოკლედ გაგრძელება კიდევ შეიძლება …
მშვიდობიანად გძინავთ არა ოცნებისტებს?
ჯარს შხამი აჭამეთ, ბათინკების შესყიდვები გააპიარეთ, იგივე ბათინკებზე და საჭმელზე ფული მოიპარეთ, ადგილობრივი სამხედრო წარმოება გააჩერეთ, მამაოებს ლარად ჰექტრები ურიგეთ და ჯარისკაცის ხელფასი 1000 ლარი დატოვეთ ….თავისი მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტით აი მარტო ლაგატკებისთვის რომ გეყოფა ამ თანამედროვე მსოფლიოში.
“ნეტარ” არიან მორწმუნენი ასეთი (მავნებლური) მშვიდობის” – წერს სოციალურ ქსელში “საქართველოს უნივერსიტეტის” პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი.




