ლაშა შაყულაშვილი: ჩემთვის, ძლიერი ისრაელი ნიშნავს ძლიერ საქართველოს, რადგან ძლიერი ისრაელი რეგიონში დასავლური ფასეულობების სიმყარეს განსაზღვრავს!

“კოვიდის გამო მკაცრად ჩაკეტილ ისრაელში, 31 წლის თბილისელი ბიჭი, 1 ჩემოდნით ჩამოვფრინდი. ანგარიშზე 525 დოლარი მქონდა, მეტი არა. ჯიბეში ფურცელი მედო, რომელზეც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის და ლუიზა და სილვა იოსებაშვილების, ჩემი უახლოესი ოჯახის, მისამართი მეწერა.
ისრაელში სადოქტოროზე ჩამოვედი. მესამე დღეს მითხრეს – შენო, როგორი ლამაზი ღიმილი გაქვს, მოდი, ენა სწრაფად ისწავლე და ყველაფერი გამოგივაო. რამდენიმე თვეში ოქსფორდის უნივერსიტეტმა იდიშურ პროგრამაზე მიღება პირველად გამოაცხადა, ერთი კვოტა იერუსალიმზე მოვიდა და ერთიც თელ ავივზე. თელ ავივის კვოტა მე, არაისრაელელს, მომცეს, მოტივირებული ბიჭი ხარ და ამ შანნს გამოიყენებო. დიპლომი 2022 წელს იერუსალიმში გადმომეცა და შემოთავაზებაც შემოთავაზებაზე მოდიოდა.
35 წლის ვარ და უკვე ისრაელელი მეცნიერი მქვია. თელ ავივის უნივერსიტეტის თალმუდისა და ებრაული ფილოსოფიის მიმართულებაზე ვმუშაობ, საჯარო ლექციებს ს სახელმწიფოს ებრაელი ხალხის მუზეუმში ვატარებ და ისრაელის მეცნიერთა საზოგადოების წევრი ვარ. თელ ავივის უნივერსიტეტი ყოველ წელს 9 სრულ სტიპენდიას მაძლევს რომ ჩემი ქართველი სტუდენტები ჩამოვიყვანო, წელს იერუსალიმიც მემატება.
მე თვითშეფასება არ მაკლია და ვიცი ვინცა ვარ, მაგრამ ისრაელი არის სასწაულების ქვეყანა! ისრაელმა ემიგრანტ ბიჭს ცის კამარაზე ფრენის საშუალება მომცა.
სწორედ ეს არის დასავლური ცივილიზაცია, ეს არის ქვეყანა, რომელიც მეცნიერებაზე და პროგრესზე, განათლებასა და ინოვაციაზე, ღია და ნიჭზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე დგას. ისრაელის მოსპობაც ამიტომ უნდათ, რადგან ზედმეტად ბნელ ოთახში ზედმეტად თვალისმომჭრელად და იმედიანად ანათებს! ჰო, ტრადიციები და რწმენა აქ რომ უყვართ – მაგაზე სასაუბროდ ნუ მომაცდენთ!
ჩემთვის, ძლიერი ისრაელი ნიშნავს ძლიერ საქართველოს, რადგან ძლიერი ისრაელი რეგიონში დასავლური ფასეულობების სიმყარეს განსაზღვრავს!
ჩემს სამშობლო საქართველოს ვენაცვალე, მასზე მეტად რომ არავინ მიყვარს! ჩემს ერეც ისრაელს გაუმარჯოს! ביחד ננצח! עם ישראל חי!” – წერს სოციალურ ქსელში ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი. ებრაისტი

ასევე დაგაინტერესებთ