შენ გენაცვალე, ნამდვილო ვაჟკაცო! დიდი მადლობა, რომ ჩვენი სამშობლო ასახელე! გაუმარჯოს ოქროს გოგოს, Ketevan Muselianiს და დედამისს Nino Dolishviliს რომლებიც დაგხვდნენ ” – წერს სოციალურ ქსელში ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი.
შეგახსენებთ, ვახტანგ ახობაძე პარამკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონია.მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მოლდოვეთიდან დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპინს, ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში მხოლოდ ქეთევან მუსელიანი და ქეთევანის დედა დახვდნენ. ცნობისათვის, ქეთევან მუსელიანი აწ გარდაცვლილი ვახტანგ მუსელიანის შვილია.
ვახტანგ მუსელიანი იყო იურისტი, სპორტსმენი. 1988 წლიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, კრწანისის მაჟორიტარი).