ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას სამი განაგრძობს.
– 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის ფინალში იჭიდავებს, ლაშამ მეოთხედფინალში ავსტრიელი სამუელ გასნერი დაამარცხა ნახევარფინალში კი ფრანგ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში, იპონით სძლია. ამავე წონაში მიხეილ ბახბახიშვილი რეპეშაჟში იტალიელ ლეონარდო ვალერიანთან დამარცხდა და ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.
– 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ბეროშვილი ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქს შეხვდება, ამავე წონით კატეგორიაში, ნახევარფინალში, ზაურ დვალაშვილი მოლდოველ პეტრუ პელივანს დაუპირისპირდება.
ფინალური
ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში