ლაშა ფარულავა – 9-წლიანი სასჯელი იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ საქმე პოლიტიკური შინაარსისაა და ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური პატიმარია

9-წლიანი სასჯელიც იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის საქმეა და პოლიტიკური პატიმარია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მსჯავრდებული გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.
„სანქცირებულია სასამართლო კლანი, სანქცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი და ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. 9- წლიანი სასჯელიც ამის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ლაზარე გრიგორიადისი“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ