ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს

26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და რომელსაც ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს, დავასრულოთ, – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა,როდესაც ვაკეში, ე.წ. ცათამბჯენის მშენებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ივანიშვილი-კალაძის კორუფციული მმართველობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
“მაშინ, როცა ოჯახები ვაკეში, შვილებთან ერთად დგანან კალაძის საავტომობილო საცობში და სანამ ბავშვები სუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა მიიღო ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა. არამარტო ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა, დამატებით მიიღო კიდევ საჩუქრად 20.000 კვ.მ. და 12 სართული, ანუ, მშენებლობის უფლება გაიზარდა 47-დან 59 სართულამდე. ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესები, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ. ამიტომ, ივანიშვილი-კალაძის ეს კორუფციული მმართველობა ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ, ყველა ასეთი კორუფციული საქმე უნდა გამოიძიოს ევროკომისიის მიერ დანიშნულმა ჯგუფმა, რომელიც ამ ქვეყანაში სისტემურ კორუფციას და იმ უსამართლობას დაასრულებს, რომელსაც ჩვენ კონკრეტულად, ვაკეში ვხედავთ. კონკრეტულად ეს მშენებლობა ნიშნავს, ფაქტობრივად, ვაკის გადაქცევას ბეტონის ჯუნგლებად, ვაკის მოსახლეობის გაწირვას საათობით საცობში დგომისთვის. რა თქმა უნდა, ერთიანობით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს იმისთვის, რომ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც არის თბილისის მერიაში, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს ყველა საჯარო დაწესებულებაში, დავასრულოთ. ამისთვის დამხმარე მექანიზმად შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტები და შემოვიყვანოთ ევროკომისიის ჯგუფი”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში