ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ – საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და 14 მილიარდი მოხმარდება იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება, მათ შორის, თბილისს

26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ: საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და 14 მილიარდი მოხმარდება იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება, მათ შორის, თბილისს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ მუხიანის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი და თბილისელები ირჩევენ ერთიანობას და ევროპულ კეთილდღეობას.
„თბილისი და თბილისელები ირჩევენ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას, ძლიერ ოჯახს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ევროპული განათლება, ევროპული პერსპექტივა და ცხადია, 26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ: საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და 14 მილიარდი მოხმარდება იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება მათ შორის, თბილისსა და თბილისის მუნიციპალიტეტს – ერთიანობით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ