ლაშა ფარულავა – სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა – სასამართლო „კლანი“, შალვა თადუმაძე და ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს ემსახურებიან და არა ქვეყანაში სამართლიანობას

სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს და არა ქვეყანაში სამართლიანობას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, „სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა“.
„სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე, ქართულ სახელმწიფოში სამართლიანობას კი არ ემსახურებიან, არამედ ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებსა და სქემებს. ამიტომ არ ვითარდება ეკონომიკა, არის მაღალი ფასები და ინფლაცია, გაჭირვების გამო ქართველები მიდიან ემიგრაციაში ღირსეული და მაღალ ანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად. ეს არის ივანიშვილის ქარვასლა და არა სასამართლო, რაც შემოდგომის არჩევნებზე უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს