ლაშა ფარულავა – საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა

ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა, რომელიც ს მთავრობის უპასუხისმგებლო მმართველობისა და კორუფციული ინტერესების ანარეკლია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე ძვირია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია.
„ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უპასუხისმგებლო მმართველობისა და კორუფციული ინტერესების ანარეკლია. ივანიშვილის გუნდი, საკვები პროდუქციის მაღალ ფასებთან დაკავშირებით, თავს მუდმივად საგარეო ფაქტორებით იმართლებს.
ნიშანდობლივია ის, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე ძვირია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია, ეს კი ივანიშვილის პარტიას მდინარაძისეულ ტრუსკავეცობაში ამხელს.
ფაქტობრივი მაგალითი, ლევან ხაბეიშვილმა და ლევან ანთაძემ გვიჩვენეს, როდესაც სარფის მეორე მხარეს, თურქულ სუპერმარკეტში არსებულ დაბალი ფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდეს.
შეგახსენებთ, გასული წლის ინფლაციის მაჩვენებლებს, მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია: თურქეთში 59%, აზერბაიჯანში 12.2%, რუსეთში – 4.3%, ხოლო სომხეთში დეფლაცია -0.2% იყო.
ანუ, თუ საგარეო ფაქტორები მთავარი გამოწვევაა, მაშინ თურქეთში უფრო მაღალი ფასები უნდა იყოს ვიდრე საქართველოში, მაგრამ ფაქტია რომ სარფის მეორე მხარეს ორჯერ უფრო იაფია საკვები პროდუქცია.
მაგალითად, სომხეთში იმპორტირებული პროდუქცია საქართველოს გავლით შედის, თუმცა პირველადი მოხმარების სასურსათო კალათა იქ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ჩვენს ქსელურ სუპერმარკეტებში. ანუ ლოგიკურად ჩვენთან მაღალ ფასებს თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის კლანთან.
ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვამ და მისი პარტიის გავლენიანმა პირებმა გადაინაწილეს მთელი ქვეყნის რესურსები და ეკონომიკა. ისინი მდიდრდებიან ოლიგოპოლიური მოდელითა და საშუამავლო ბიზნეს სქემებით, სწორედ ივანიშვილის მმართველობის, ეს მახინჯი კონსტრუქცია გვიძვირებს ცხოვრებას და გვაღარიბებს.
ამის პირდაპირი მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ დენის, გაზის, წყლის და დასუფთავების კომუნალურ ქვითრებზე, მათ შორის საწვავისა და თამბაქოს შეძენისას, ასევე სააფთიაქო ქსელებში.
საილუსტრაციოდ შეადარეთ ფასები რა იყო 2012 წლამდე და რა არის 12 წლის შემდეგ, ან რატომ გაძვირდა ასე ცხოვრება? – პასუხი მარტივია, შემოდგომის გარდამტეხი !”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.