“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ გუნდიდან წასული ყოფილი წევრების ეშინიათ, რადგან მათ შეიძლება კომპრომატები გამოაქვეყნონ, რაც 4 ოქტომბრისთვის „საწვავი იქნება“.
როგორც ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, კომპრომატების გამოქვეყნების შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები „რასაც პროპაგანდით ხალხს ატყუებენ, თავად არიან“.
ფარულავას თქმით, ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც კომპრომატების შიშს უკავშირდება.
„რყევები და დაპირისპირება, რომელიც არის „ქართულ ოცნებაში“, არის შესაძლებლობა და პოლიტიკური მომენტუმი აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება უნდა. ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ 4 ოქტომბერს, ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა მოხდება და ბუკვალურად ამას ვგულისხმობთ.
რისი ეშინია მდინარაძეს, რატომ დააკავა ლევან ხაბეიშვილი? არ შეიძლება ოჯახის ერთი წევრი იჭერდეს კაცს და მეორე ციხეში უშვებდეს. სუს-მა დააკავა, შემდეგ მოსამართლე ქალბატონმა ციხეში გაუშვა, ქმარმა დაიჭირა და და ცოლმა ციხეში გაუშვა. სიგიჟეა. თქვენ რა გგონიათ, რომ მამუკა მდინარაძეს არ შეეძლო კარგად შეესრულებინა ეს დავალება? უბრალოდ მათ კადრები აღარ დარჩათ. პროტოქოცები „ქართული ოცნებიდან“ გაყარეს და მედროვეები მიიღეს. ყველა მედროვე უკანონობაზე ითხოვს პრემიას, პრეფერენციას საკუთარი ბიზნესისთვის, საკუთარი ოჯახისთვის. მძიმე დღეშია ივანიშვილი.
„ქოცები“ დადიოდნენ და საუბრობდნენ, რომ გომელაური რა მაგარი კაცია, ყურძენს თავის ხელით წურავს, ისე უყვარს საქართველო, ღვინო და სუფრაო. ეს კაცი, ვინც ყურძენს თავისი ხელით წურავდა გაუშვეს და კახი კალაძესთან თავის ხელით რას წურავენ და როგორ წურავენ, ვიხილეთ მელიქიშვილის გამზირზე. აი, ეგ ხალხი დარჩათ დღეს. ამ ადამიანების ეშინია კობახიძე-მდინარაძე-პაპუაშვილს. რატომ ეშინიათ? იმიტომ, რომ არ გამოაგორონ ის კომპრომატები, რომლებიც მათ პოლიტიკურად დაასრულებს და 4 ოქტომბრის “ჰაიპი” იმიტომაა საფრთხე ივანიშვილისთვის, რომ ეს კომპრომატი არ იყო საწვავი. ხალხს ეუბნებიან, „კაცი კაციაო, ქალი ქალიაო“, „მორალი, ღირსებაო“, ეს ფარისევლები და რომ გამოჩნდება, რომ სოდომის ცოდვის შვილები არიან, უბედურება ჭირთ. რასაც თვითონ პროპაგანდით ხალხს ატყუებენ, თავად არიან, არა მხოლოდ ამის ბნელი სახეები, არამედ ამ ცოდვაში არიან, ამ ცოდვის ეშინიათ. იმიტომ, გაუშვეს ლევან ხაბეიშვილი ციხეში, რომ ამ კომპრომატებს დაარქვეს საწვავი. [ეუბნებიან]: „ბატონო ბიძინა ესენი გამოაგორებენ ჩანაწერებს და ეს იქნება საწვავი 4 ოქტომბრისთვის. ხაბე გვეუბნება, რომ 4 ოქტომბერს გამოდით, ესენი კიდევ ხელს უწყობენ და დავიჭიროთ“ და დაიჭირა ჯუანშერ ბურჭულაძე, აპირებენ ღარიბაშვილის დაჭერასაც“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
