“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
- ოპოზიციური პარტია ნათია თურნავას განცხადებას ეხმიანება, რომელშიც სებ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია “იმედისა” და PosTV-ის დასანქცირებაზე ისაუბრა.
ლაშა ფარულავას თქმით, ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას სანქცირებული პირების დასაცავად არ იღებს.
ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას არ იღებს სანქცირებული პირების დასაცავად. მისი მოვალეობა არის ხალხის ინტერესების დაცვა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ გადადგეს.
ადრე ხელისუფლებამ დაიცვა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო ახლა იცავს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც, რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივებს ავრცელებენ,” – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ნათია თურნავამ განაცხადა, რომ “კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად”.




