ლაშა ფარულავა – იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება

სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული პროდასავლური ოპოზიციისთვის საახალწლო საჩუქარია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.
ფარულავას განცხადებით, სწორედ კობახიძეს მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომლითაც “რუსული მმართველობა დამარცხდება”.
„სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ოპოზიციისთვის არის საახალწლო საჩუქარი. ის შემოვიდა საჯარო პოლიტიკაში, პირადად არის ავტორი და შემოქმედი კორუფციული სისტემის. მან მოინდომა საბჭოთა სისტემის რესტავრაცია, რაც არ გამოვიდა ბოლომდე და ქართველი ხალხი გამოუტანს მას განაჩენს. იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება და ნება იქნება იმ თვალსაზრისით გამოხატული, რომ საბოლოოდ დამარცხდება ქვეყანაში საბჭოთა სისტემა და რუსული მმართველობა”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…